ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ ჟურნალისტმა სერგო ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო.
ჟურნალისტი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ პროტესტის ამ ფორმით იმ პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს, რომელიც 10 წელია გრძელდება.
"კორუფცია გამოძიების ნაცვლად" - ჩივაძე მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ გაჭიანაურებულ გამოძიებას აპროტესტებს და მაღალჩინოსნებს კორუფციასა და უძრავი ქონების მიტაცებაში ადანაშაულებს.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაასრულა გამოძიება ამ საქმეზე და გადაწყვეტილების მისაღებად დაზარალებულთა ცნობის ქეისში საქმე გადაუგზავნა ზედამხედველ პროკურორს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში. თუმცა,მან ნახევარ საათში 1500 გვერდი წაიკითხა, გაანალიზა და პასუხიც მომწერა, რომ ამ ეტაპზე ვერ მცნობდა დაზარალებულად და დამატებითი შეკითხვები ქონდა გამოძიების მიმართ, დაუბრუნა იგივე საგამოძიებო სამსახურს საგამოძიებო მოქმედებების გასატარებლად, რომლის წინააღმდეგაც მე ერთადერთი მოწმე ვარ გახმაურებულ საქმეზე".
როგორც ჟურნალისტი განმარტავს, საგამოძიებო საქმიანობაში შეუთავსებელი გარემოებების გამო, პროკურორის აცილებას უშედეგოდ ითხოვს.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის და გამომძიებლის წინაააღმდეგ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეში ვარ ერთადერთი მოწმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც შესაძლოა ისინი პასუხისმგებლობაში იქნან მიცემული. თავისთავად შეუთავსებლობაა საგამოძიებო მოქმედებებისთვის, რაზეც მოვედი და დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აცილება გაეკეთებინათ. უწყება ვალდებული იყო ეცნობებინა პროკურორისთვის და თვითაცილება განეხორციელებინა საქმეზე და ვეცნე დაზარალებულად, მაგრამ უარი მივიღე", - ამბობს სერგო ჩივაძე
სერგო ჩივაძე პროკურატურის შენობაში შიმშილობას მანამ განაგრძობს, სანამ დაზარალებულად არ ცნობენ.