ქუათისის საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ბიკე კასიმოვას პროცესი გაიმართა.
პროცესს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ადვოკატთან ერთად დაესწრო ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნულს დაეთანხმა ეჭვმიტანილის მხარეც.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა მძიმეა, არაა გამორიცხული, ფსიქიატრიული ექსპერტიის ჩატარება მოითხოვონ.
დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს რომელიც 16- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.
მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო ამ მომენტში მიმდინარეობს,რომელსთაც ბრალი ინფორმაციის დამალვასა და შეუტყობინებლობაში ედებათ.