ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, მილი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც სახლში ქვები შეცვივდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამუშაოებს "გაზსერვისი" ახორციელებდა.
მათი განმარტებით, მილში დაპრესილი ჰაერი აფეთქდა. მათი თქმით, სავარაუდოდ, პრობლემა უხარისხოდ დამონტაჟებულმა მილმა გამოიწვია .
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.