ასმათ დვალიშვილი ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია,,პროგრესული თაობის,, პრეზიდენტი იყო. როგორც მან,,რუსთავი2-თან,, სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკოსი ნასვამი იყო და მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობას შეეცადა.
გოგი წულაია წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.