საწვავის გაზრდილი ფასები დღეს ქუთაისში მორიგი აქციით გააპროტესტეს.
რიგით მესამე აქცია სპორტის სასახლესთან დაიწყო. მძღოლებმა შემდეგ სოფელ სიმონეთის მიმდებარე ტერიტორიასტან გადაინაცვლეს და ავტობანზე გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მცირე ხნით შეფერხდა მოძრაობა. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც ქონდა ადგილი, რა დროსაც ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა.