მოწამეთობა,იგივე ორწიფობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში ყოველწლიურად15 ოქტომბერს აღინიშნება.
მოწამეთობა,იგივე ორწიფობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში ყოველწლიურად15 ოქტომბერს აღინიშნება.
სვეტიცხოვლობა, იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა მთავარი ადგილი, სად მრევლი იკრიბება, ქალაქი მცხეთაა.
ქრისტეს კვართი საქართველოში ელიოზმა და ლონგინოზმა- მცხეთაში მცხოვრებმა ებრაელებმა, ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. მის Საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
ქრისტეს კვართისა და ქართლის გაქრისტიანების სურვილმა, წმინდა ნინო იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიყვანა. მან ამცნო მეფე მირიანს უდიდეს სიწმინდის შესახებ, რომ სასახლის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის დროს, წმინდა ნინოს რჩევით, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. Მირიან მეფის ბრძანებით, Სწორედ ამ ხისგან ეკლესიისთვის 7 სვეტი დაამზადეს, რომლიდანაც ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა ნინომ იხილა „ხილვა განსაკრთომელი:“ – ნათლის სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა ზეციდან და იმ გადაჭრილის ნაძვის ძირიდან, საიდანაც მოკვეთეს, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. გაღვიძებულს სვეტი აღმართული დახვდა. ქართველებს მუდამ სწამდათ, რომ კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული.
V საუკუნის მე-2 ნახევარში, Ხის პირველი ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო.
სვეტიცხოვლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - 1991 წლიდან აღინიშნება.ამ დღეს უქმეა.
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.
ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა სრულდება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“, ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.
ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.
უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.
იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.
წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.
წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი.
სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებასაქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პროექტს…
პარასკევი ივლისი 24
In სპორტიდღეს ქუთაისში ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის ,,ყველა ბაღიდან წავა ზამთარი,, პრეზენტაცია გაიმართება. 19…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებაქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს.…
კვირა ივლისი 12
In რელიგიადღეს, 1 ივნისს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - ნინოობას ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში…
ორშაბათი ივნისი 01
In რელიგია14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს…
ხუთშაბათი მაისი 14
In რელიგიადღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და ასევე, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის…
სამშაბათი მაისი 12
In რელიგიასაქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა…
ორშაბათი მაისი 11
In რელიგია