სვეტიცხოვლობა, იგივე მცხეთობა საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება. წირვა-ლოცვა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ეკლესიებში აღინიშნება, თუმცა მთავარი ადგილი, სად მრევლი იკრიბება, ქალაქი მცხეთაა.
ქრისტეს კვართი საქართველოში ელიოზმა და ლონგინოზმა- მცხეთაში მცხოვრებმა ებრაელებმა, ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართთან ერთად დაკრძალა. მის Საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
ქრისტეს კვართისა და ქართლის გაქრისტიანების სურვილმა, წმინდა ნინო იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოიყვანა. მან ამცნო მეფე მირიანს უდიდეს სიწმინდის შესახებ, რომ სასახლის ბაღში იყო დაკრძალული უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი. მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის დროს, წმინდა ნინოს რჩევით, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. Მირიან მეფის ბრძანებით, Სწორედ ამ ხისგან ეკლესიისთვის 7 სვეტი დაამზადეს, რომლიდანაც ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა ნინომ იხილა „ხილვა განსაკრთომელი:“ – ნათლის სვეტი ცეცხლის სახით ჩამოვიდა ზეციდან და იმ გადაჭრილის ნაძვის ძირიდან, საიდანაც მოკვეთეს, ხუთიოდე მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. გაღვიძებულს სვეტი აღმართული დახვდა. ქართველებს მუდამ სწამდათ, რომ კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული.
V საუკუნის მე-2 ნახევარში, Ხის პირველი ეკლესიის დანგრევის შემდეგ, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო.
სვეტიცხოვლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - 1991 წლიდან აღინიშნება.ამ დღეს უქმეა.