ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა,გაეცნო ტერიტორიის განვითარების პოტენციალს და გამ სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე და შესაძლო პროექტებზე, რაც ქალაქის განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი ფუნქციური სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს.
პარლამენტის შენობა ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს გაიხსნა. ,,ქართული ოცნების,, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,2019 წლიდან პარლამენტი კვლავ თბილისში დაბრუნდა.2022 წლიდან ქუთაისის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა დაკანონდა,თუმცა შენობა ამ დრომდე უფუნქციოა.