ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.
ყოფილი რწმუნებული ზვიად შალამბერიძე თანამდებობიდან დღეს გადადგა.შალამბერიძე26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატი იქნება