იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვით გახდა ცნობილი.
,,ჩემი ენერგია და სურვილი, ვემსახურო ჩვენს ქვეყანას ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე. მზად ვარ, განვაგრძო მუშაობა ჩვენს გუნდთან ერთად რეგიონის კეთილდღეობისათვის. დავისახო ამბიციური მიზნები და მივაღწიო მათ თქვენი დახმარებით. ერთად ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი იმერეთისა და მისი თითოეული მცხოვრებლისათვის",- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ზვიად შალამბერიძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ზვიად შალამბერიძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატი იქნება.