მოხდეს თეთრი ხიდის ხელახალი რეაბილიტაცია-ამ მოთხოვნით დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,,წევრმა ბრიფინგი გამართა.გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის ისტორიული თეთრი ხიდი გადაადგილებისთვის საფრანგეთის შემცველია, დაჟანგულია კონსტრუქცია და გაბზარულია მინები.
,,ამ ხიდის რეაბილიტაციაზე ,,ქართულმა ოცნებამ,, დახარჯა ნახევარი მილიონი ლარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა გაკეთების ნაცვლად,დაუკარგა ავთენტური სახე.კონსტრუქცია ,რომელიც ქვევით არის მთლიანად დაჟანგულია,არაფერს ვამბობ ზედაპირზე, ამინდის ცვლილებების პერიოდში უსაფრთხო არ არის გადაადგილება,ეს მინა წელიწადში რამდენჯერმე ზიანდება, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ რომ მოხდეს ხელახალი რეაბილიტაცია თეთრი ხიდის,მოხდეს საჯარო განხილვა პროექტის და დაუბრუნდეს ავთენტური სახე.,,-ქუთაისის საკრებულოს წევრი,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,, გიგა შუშანია.
ქუთაისში თეთრ ხიდზე მინა დაახლოებით 2 კვირის წინ ისეც გაიბზარა გაბზარული მინა რკინის კონსტრრუქციით არის შემოსაზღვრული.
ხიდი რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით და მინებით ჩანაცვლდა.