პარტია ,,საქართველოსთვის,, პროკურატურას მიმართავს და ,,ჯორჯიან მანგანეზის,, წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
,,განცხადებით მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით, რომელიც თითქმის 7 წელია ოპერირებს სპეციალური მართვის რეჟიმში და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მის არაეფექტიან მართვაზე, რითაც ილახება სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესი, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციული გარიგებებსა და დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას.
სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში და რეალურად, სპეციალურმა მმართველმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ უზრუნველყო კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ კომპანიის მართვა ხდება არაეფექტიანად, არა საწარმოში დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე იკვეთება მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები.,,-აცხადებენ პარტიაში.