გაძვირდება თუ არა ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ,ხვალ გაირკვევა.მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა შესაძლოა გაორმაგდეს დ 40-ის ნაცვლად 80 თეთრი გახდეს.საკითხზე ქუთაისის საკრებულოში ხვალ იმსჯელებენ.მანამდე კი დღეს ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიიების გაერთიანებული სხდომა იმართება,რომლის ერთ-ერთი დღის წესრიგია მგზავრობის საფასურის განსაზღვრა -„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"-ამ საკითხზე მსჯელობა კომისიაში რამდენიმე წუთში დაიწყება.