იმერეთის ანტიკორუფციულ მოძრაობში ერთობლივი ბრიფინგი ხონის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ზვიად ჩიმაკაძემ და ანატიკორუფციული მოძრაობის წევრმა ბაქარ ახობაძემ გამართეს.
როგორც ზვიად ჩიმაკაძემ განაცხადა, ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას,შპს "როსტვერკი" და შპს "ჯ და ჯ" იგებენ,კომპანიის დირექტორია წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი"ქართული ოცნებიდან" ჯეირან ომანაძე,რომელმაც "ქართულ ოცნებას" 120 000 ლარი შესწირა.აღნიშნული პიროვნების კომპანიებს ჯამში, მხოლოდ 2022 წელს 6.5 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული,რაც ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.ბაქარ ახობაძის განცხადებით, ანტიკორუფციული მოძრაობა აქტიურად სწავლობს იმერეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებს და ყველა მსგავსი ფაქტი საჯარო გახდება მოსახლეობისთვის.
ანტიკორუფციულ მოძრაობაში ამბობენ, რომ მსგავსი ვითარებაა იმერეთის თითქმის ყველა რაიონში.