"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დღეს ქუთაისში ბრიფინგი გამართა.გიგა შუშანიამ 2018 წელს, პოლიციელებისთვის ბინების მშენებლობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი მილიონებს შესახებ ისაუბრა.შუშანიას თქმით , მშენებლობა შეჩერებულია და ბინები დასრულებული არ არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მშენებლობის ვადები დარღვეულია და ფული შეჭმულია.
საუბარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტზე,რომლის მიხედვითაც ხუთ ქალაქში – ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თბილისსა და რუსთავში 400 თანამშრომლისთვის10 კორპუსი უნდა აშენდეს.ტენდერი ჯამში 33 465 912 ლარზე გამოაცხადა.
აღნიშნულ ქალაქებში პროექტში ჩართულმა შსს-ს თითოეულმა თანამშრომელმა 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელი ბინა ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით უნდა მიიღოს. მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო.
ქუთაისში ნიკეას #19 ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც 7 მილიონ ლარამდე გამოიყო. ქუთაისის კორპუსი კომპანია „თი ემის“ უნდა აეშენებინა. მშენებლობა ყველა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში დღემდე მიტოვებულია. კომპანია „თი ემის“ დირექტორს, ჯემალ გვარლიანი „ქართული ოცნების“ შემომწირველია და ჯამში მმართველი პარტიისთვის შეწირული აქვს 60 000 ლარი.
მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.