ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მოსაცდელი უახლოეს პერიოდში სრულად მოწესრიგდება.აღნიშნული განცხადება ადგილობრივ თვითმმართველობაში ლეიბორისტული პარტიის წევრის დღეს გამართული ბრიფინგის საპასუხოდ გაკეთდა. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით,მოსაცდელი,რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე,მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან მდებარეობს და მოუწესრიგებელია,სულ მალე კეთილმოეწყობა.მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა,რომელიც არა მხოლოდ მოსაცდელის,არამედ შუქნიშნების,გამყოფი ზოლისა და ე.წ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას ითვალისწინებს.საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა,რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 629