ლეიბორისტული პარტიის წევრი ქუთაისში არსებულ მოუწესრიგებელ მოსაცდელებზე საუბრობს.ირაკლი კიკვაძემ დღეს ბრიფინგი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან არსებულ გაჩერებაზე გამართა.როგორც პოლოტიკოსი ამბობს,ქუთაისში 338 გაჩერების პუნქტი არსებობს,აქედან კი მერიის ინფორმაციით 111 კეთილმოწყობილია.როგორც ირაკლი კიკვაძე განმარტავს,ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და კომპანია,რომელსაც მოსაცდელების კეთილმოწყობა ევალება,საქმეს არაჯეროვნად ასრულებს.კიკვაძე ადგილობრივ თვითმმართველობასა და კომპანიას შორის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსაც არ გამორიცხავს.ლეიბორისტული პარტიის წევრი პირობას დებს,რომ არჩევნებში მათი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში,პარტია ქალაქში ჯანსაღ სატრანსპორტო პოლიტიკას აწარმოებს.
კომპანია,რომელსაც ქუთაისში მოსაცდელების კეთილმოწყობა ევალება, "ფორტუნა მედიაა".