,,მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელმა,, დღეს ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა. ანდრო ლოსაბერიძე აღნიშნული პარტიიდან ქალაქის მერობისთვის 2020 წლის არჩევნებშიც იბრძოდა. მერობის კანიდატმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.წარდგენა ღია ცის ქვეშ, ვერიკოს ბაღში გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას ,,მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის,, ლიდერებმა მიმართეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც დღეს მოსახლეობის წინაშე არსებობს.განსაკუთრებული აქცენტი ქუთაისის განვითარების შესახებ გაკეთდა.
დღესვე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდნენ.
ქალაქ-მუზეუმი-ანა სირბილაძე
უქიმერიონი-ოთარ კაჭკაჭიშვილი
სულხან საბა-ვაკისუბანი-ვლადიმერ ხმელიძე
გამარჯვების მუნიციპალიტეტი-კობა გურული
საფიჩხია კახიანაური-ხათუნა ხურციძე
ავტოქარხანა - დავით აბულაძე
ნიკეა-ძელქვიანი-გიორგი ქათამაძე