59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქალაქში განთავსებულ 123 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.ლარინა ლალიაშვილმა უბნების ადაპტირების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია ისეთი ობიექტები იქნას შერჩეული, რომლებიც მორგებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირების საჭიროებებს, ან ექვემდებარება მარტივ ადაპტაციას. პარალელურად , საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად , შშმ სტატუსის მქონე პირებს აქვთ საშუალება მათ სამაჟორიტარო ოლქში ხმა ნებისმიერ უბანზე მისცენ.