პარტია "ახალი ქრისტიან დემოკრატების". თავმჯდომარემ ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა.გოგი წულაიას განცხადებით,იმ ადამიანებს,რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, სამართალდამცველები და სხვადასხვა ჩინოვნიკები "წილში უზიან". წულაიას თქმით,ქუთაისში ყველა ერთნაირად გაჭირვებულია და ჟურნალისტებთან მისი დღევანდელი შეხვედრის მიზანიც სწორედ ამის ჩვენება იყო.
"აქ აქვთ მაღალი ხელფასი,აქ ითხოვეთ მოწყალება,ამ ადამიანებს მოთხოვეთ,რომლებმაც ამ დღეში ჩაგაგდენ და რომლებსაც აქვთ დღეს ფული და რომლებსაც მოუმატებს ღარიბაშვილი ფულს.აქ გადმოდით სუყველანი"-მიმართა წულაიამ გააჭირვებულ ადამიანებს.
წულაიას იფორმაციით,მას მოწყალების მთხოვნელი 10 პირი დაპირდა დღეს მერიის წინ მისვლას და მის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მონაწილეობას,თუმცა ადგილზე მხოლოდ ერთი ქალბატონი მივიდა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს,რომ მათ შეეშინდათ.