,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს,, მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ადგილობრივ თვითმმართველობაში უპასუხეს.
ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლმა გიორგაძემ ჟურნალისტებს შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ცნობა წარუდგინა.მისი თქმით, შპს ,,იუკო,, რომელიც 2006 წელს არის დაფუძნებული, 2010 წლიდან არანაირ საქმიანობას არ ეწევა.
,,შპს ,,იუკოს ერთ-ერთ დამფუძნებლად ფიქსირდება ბატონი იუზა უგულავა, მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაინიშნა ბატონი იუზა უგულავა, მან უარი თქვა აქციებზე, გადასცა მესამე პირს და შპს ,,იუკოს,, საქმიანობაში არ ერევა.
რაც შეეხება შპს ,,ლიკო 1-ს,, ეს არის ერთი პირის მიერ დაფუძნებული, ზაალ ხიდაშელი, რომელიც არის დირექტორი,ეს პირი არის ,,იუკოს,, ერთ-ერთი დაფუძნებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს,,-აცხადებს გიორგაძე.