ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს,, წევრი კოტე რატიანი ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის მერის მოადგილის,იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს.
როგორც რატიანი ამბობს, ეს კონკრეტული ფაქტი მაგალითია იმ კორუფციული ჭაობისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.
,, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმ კორუფციული ჭაობისა,რაშიც ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩაფლო ეს ქვეყანა.ბიზნეს პარტნიორებს,ნათესავებს,შვილებს,მშობლებს,დედმამიშვილებს აგებინებენ ტენდერებს და შემდეგ ურცხვად გაიძახიან ,ოჯახის წევრები არ არიანო.როდესაც ქვეყანა ჩაფლულია კორუფციის წუმპეში,როდესაც ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი ბიზნეს გარემო,არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი ინსტიტუტები,რომელ ინვესტიციაზეა საუბარი,რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს და სტრუქტურები მაფიოზურ რვაფეხად არის გადაქცეული.,, კოტე რატიანმა.