ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებას ისინი დღის მანძილზე დატოვებენ.  
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებას ისინი დღის მანძილზე დატოვებენ.  
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის მუნიციპალიტეტში 1550 ადამიანის ტესტირება განხორციელდა,აქედან 388 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით,ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებულების კონტაქტებია და ახალი კლასტერები არ იკვეთება.ზვიად შალამბერიძის თქმით,სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ამ დროისთვის იმერეთის კლინიკებს აქვთ საშუალება ერთდროულად 900 პაციენტს უმკურნალონ.კარანტინშია 120 ადამიანი.იზოლაციაში 4 000,ხოლო კოვიდ სასტუმროებში 140.
კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან,თბილისში გამოვლინდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12 და სამცხე-ჯავახეთში - 44.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში.
ბოლო 24 საათში 20 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 და კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 273 პაციენტი დაიღუპა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 ადამიანი.
"ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას ! "- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა დღეს ქვეყნის მეორე ქალაქის ქუჩებში. პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები ( სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი) რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ ,, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისიდან გადაიტანა. ამ ფორმით პოსტერაქციის ავტორი , მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაქალაქელებს 31 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს.მოძრაობის წევრებმა დღეს ფლაერებიც დაარიგეს.
„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში 14 სექტემბრიდან დღემდე კორონავირუსი 200-მა პაციენტმა დაამარცხა.
კორონვირუსით ინფიცირების 1 731 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 333, იმერეთში - 320, ქვემო ქართლში - 121, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 15.
ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 , აჭარაში - 7, ხოლო იმერეთში - 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.
იმერეთში გადაცვლილი 4 პაციენტიდან ერთი თერჯოლის კლინიკაში დაიღუპა.70 წლის ქალბატონს თამხლები დაავადებები ქონდა.
რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ, მდინარე ,,რიონში” მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები,…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა,…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებასაქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის მოღვაწეები „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდებით დააჯილდოვა. …
სამშაბათი ნოემბერი 03
In სპორტიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და…
სამშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაქუთაისელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მსოფლიო ჩემპიონატი პარამკლავჭიდში ინდოეთში გაიმართა. ვახტანგ ახობაძემ(60 კგ)…
ორშაბათი ნოემბერი 02
In სპორტი21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად…
ოთხშაბათი ოქტომბერი 21
In ჯანდაცვაიმერეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება. მოქალაქეები ფასოდ ჩაიტარებენ ძუძუს კიბოს,საშვილოსნოს ყელის კიბოს , პროსტატის,არტერიული…
ოთხშაბათი ოქტომბერი 14
In ჯანდაცვაპირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.…
ხუთშაბათი ოქტომბერი 01
In ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიურ პროცესს, რომლის მიზანია,…
პარასკევი თებერვალი 20
In ჯანდაცვაფეისბუქ გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად,, ინფორმაციას ავრცელებს. ,,ზესტაფონის N ბრიგადამ ქალაქში მდებარე ერთი-ერთი აფთიაქიდან გამოძახება…
ოთხშაბათი იანვარი 28
In ჯანდაცვა