კორონავირუსის 1 824 შემთხვევიდან, იმერეთში 305 შემთხევა გამოვლინდა.
აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია - 545 შემთხვევა, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში - 63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში - 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.
ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი.
24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ყველაზე მეტი, 9 ადამიანი, თბილისში გარდაიცვალა.
აჭარაში -8, იმერეთში -2, შიდა ქართლში -2, ხოლო მცხეთა -მთიანეთში 2 ადამიანი დაიღუპა. სულ 238 გარდაცვალების 238 შემთხვევა ფიქსირდება.