24 საათის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კოვიდ დადასტურებული 49 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმეა 9, კრიტიკულად მძიმე კი ორი პაციენტია.