ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით და „ქალთა ეროვნული ლიგის" მოხალისებრივი ჩართულობით, პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციის“ ფარგლებში, ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში 18-19 დეკემბერს ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი თემაზე: "ოჯახების მომზადება საომარი და საგანგებო სიტუაციებისთვის".
რომელსაც ესწრებოდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პირველი დღე დაეთმო პირველადი სამედიცინო დახმარების ბაზისებს და ევაკუაციის საკითხს, ხოლო მეორე - სამოქალაქო მზადყოფნისა და უსაფრთხოების მნიშვნელობისა და პრინციპების განხილვას.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ომის დროინდელი ისტორიები, ისაუბრეს სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ.
ტრენინგს ესწრებოდა აშშ-ის არმიის სამოქალაქოთა დახმარების სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლები.