-რატომ დადგა სჭიროება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულიყო რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. რას მოიაზრებს და რა საკითხები რეგულირდება.
-ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გლობალური დღის წესრიგის შესრულებისთვის საჭირო, კონსოლიდირებული და კოორდინირებული ქმედების სახელმწიფო ინსტრუმენტს წარმოადგენს.
-რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქომედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია. ამ პროცესებში ადგილობრივი სახელისუფლებო პირებისა და სხვა წამყვანი ადგილობრივი აქტორების ჩართვა რათა მოხდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ინტეგრირება თემის განვითარების გეგმებში.
- როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი პრობლემების მუნიციპალურ ბიუჯეტში ასახვა ამისთვის რა რესურსები და შესაძლებლობებია საჭირო.
ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც მოხდა ვორკ-შოპზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და ლიდერი ქალბატონები.
მიღებული ინფორმაციებით მონაწილეებს საშუალება ქონდათ ჩაღრმავებოდნენ რეზულიციასა და სამოქმედო გეგმის შინაარს. ჯგუფური მუშაობის ფორმატით კი იმსჯელეს იმ საკითხებზე თუ ამ მიმართულებით ადგილობრივი მუნიცპალიტეტის დონეზე რა ამოცანები და აქტივობები შეილება დაიგეგმოს. რის შედეგადაც შემუშავდა ადგილობრივი სამოქმედო გეგმის ლოკალიზების პროეტები 5 მუნიციპალიტეტისთვის.