15 ნოემბერს, ქუთაისში პროექტის , “ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის” ფარგლებში, პირველი ქსელური საუშაო შეხვედრა გაიმართა .
კოალიციური პროექტის ფარგლებში, სამმა ორგანიზაციამ- იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”, ქალთა ფონდი “სოხუმი” და ქალთა საინფორმაციო ცენტრი, - სხვადასხვა რეგიონიდან კონფლიქტით დაზარალებული და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ქალები - სამოქალაქო აქტივისტები შეკრიბა და გაეროს რეზოლუციების „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მეოთხე სამოქმედო გეგმა გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესებში ქალების ჩართულობის აუცილებლობას, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაწყვეტის შესაძლებლობი.
ქალებმა ინფორმაცია მიიღეს ქსელებისა და კოალიციების ფუნქციონირების მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ, დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტიანი და მდგრადი ქალთა ქსელი. შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე პირისპირ.