ქალთა ფონდი"სოხუმი" ასოციაცია"მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან" პარტნიორობით და USAID_ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს"განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის". პროექტის ფარგლებში ,11 ოქტომბერს ,ფონდ"სოხუმის" მიერ, ხონის მე_ვ სკოლის ბაზაზე შექმნილ ახალგაზრდულ კლუბში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები,დირექტორი,მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და გენდერული საბჭოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
შეხვედრა გოგონების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ახალგაზრდებმა პრეზენტაცია წარადგინეს. ისაუბრეს გენდერულ თემებთან დაკავშირებით. აღინიშნა ახალგაზრდების მნიშვნელოვანი როლი სტერეოტიპების მსხვრევისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების პროცესში.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული პროგრამებისა და სხვა სერვისების შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა არაფორმალური განათლების უდიდესი წვლილი, აქტიური მოქალაქის აღზრდის პროცესში.
ქალთა ფონდ"სოხუმსა" და ხონის მე_3 საჯარო სკოლას შორის პროექტის ფარგლებში, ორი წლის წინ გაფორმებული ოთხწლიანი მემორანდუმი, მომავალში კიდევ მრავალ საინტერესო შეხვედრა_დისკუსიას ითვალისწინებს.