საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს დაზიანებები აღენიშნება -ამის შესახებ გრიგოლ ნარსიას ადვოკატებმა განაცხადეს.ადვოკატებმა დაკავებული უკვე მოინახულეს.
,,სამივეს ერთად არ გვიშვებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაკავებულს აქვს დაზიანებები, მას დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ასევე გარკვეული პრობლემები შეიქმნა საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოტივს, ეს დაკავშირებული არის ოჯახურ პირობებზე. ,,-განაცხადა ადვოკატმა
გრიგოლ ნარსიას ადვოკატები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. საქართველოს ბანკის საქმეზე დაკავებულს ქუთაისის იურისტთა ასოციაციის 5 ადვოკატი იცავს. დღეს გრიგოლ ნარსიას მხოლოდ 3 ადვოკატი შეხვდა.