ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.
ბოტანიკურ ბაღში ირმა პეტრიაშვილის პოეზიის საღამო და ნახატების გამოფენა გაიმართა. თავად შემოქმედი თავს თვითნასწავლად მიიჩნევს, თვლის, რომ მოყვარულია და უბრალოდ, ხელოვნებას ემსახურება.
საღამოს მიზანი იყო ხელოვანი ქალის ნამუშევრების პოპულარიზაცია. შეხვედრას ირმა პეტრიაშვილის მეგობრები ესწრებოდნენ.
საღამო ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა.
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მეხუთე ხეივანი გაიხსნა. დღეიდან რეზო ჭეიშვილის, ოტია იოსელიანის, ცისფერყანწელებისა და აკაკის ხეივანს ზურაბ კუხიანიძის ხეივანიც შეემატა.
დღესვე მოქანდაკე გიორგი კიკვაძის მიერ შექმნილი ზურაბ კუხიანიძის
შეგახსნებთ, რომ ზურაბ კუხიანიძე ცნობილი პოეტი და მწერალი იყო. ის არის 40-მდე წიგნის ავტორი.პოეტი ქუთაისში, მწვანე ყვავილას პანთეონშია დაკრძალული. დღეს ზურაბ კუხიანიძის დაბადების დღეა. პოეტი 90 წლის გახდებოდა
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მწერალ ავთანდილ ყურაშვილს ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები მიულოცეს. ავთანდილ ყურაშვილს, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია გადასცა .ავთანდილ ყურაშვილმა ქრისტიანული პოეზიის X ფესტივალის „ წმინდა ნინოს ჯვარის“ მთავარი პრიზიც მოიპოვა.
„ ვულოცავთ ბატონ ავთანდილ ყურაშვილს მორიგ აღიარებას. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი თანაქალაქელია, ჩვენი თანამედროვე. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და თანადგომას ყოველთვის გამოხატავდა და კვლავ ასე გააგრძელებს“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
მწერალს ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა.
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ ჩვენი კვარტეტის“ მომღერლებმა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
კონცერტთან ერთდ სახლ-მუზეუმის ეზოში, ბაღდათში მცხოვრები მხატვრის ფიქრია კოხოძის ნამუშევრები იყო გამოფენილი.
მოეწყო ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა ჯიშებისგან წარმოებული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.
ღონისძიება სახელწოდებით „ამღერებული იმერეთი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის, და ა.(ა).ი. პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა , რომელიც მიზნად ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და შიდა ტურიზმის განვითარებას ისახავდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის…
ხუთშაბათი ოქტომბერი 22
In საზოგადოება21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად…
ოთხშაბათი ოქტომბერი 21
In ჯანდაცვამას შემდეგ, რაც აუქციონები დასრულდება, გამოჩნდება, ვის აქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული სანატორიუმების მიმართ, ჩვენთვის მთავარია,…
სამშაბათი ოქტომბერი 20
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული…
სამშაბათი ოქტომბერი 20
In სპორტიქუთაისელი მსროლელი,იოანე ხვარეშია ყაზახეთის “გრანდ პრიზე“ მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ტურნირი ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში 20…
სამშაბათი ოქტომბერი 20
In სპორტი