ქუთაისში, ახალგაზრდობის პარკში, ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტის ბიუსტი გაიხსნა.
ბიუსტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით შეიქმნა. ძეგლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
ქუთაისის მოზარდ- მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის "მარჯანიშვილელების" დასმა ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინა.
გამორჩეულმა ქართველმა პოეტმა ანა კალანდაძემ სკოლა ქუთაისში დაამთავრა და მისი პირველი ლექსებიც სწორედ ქუთაისში დაიწერა.
ანა კალანდაძის ბიუსტის გახსნას მხარისა და ქალაქის პირველი პირები ესწრებოდნენ.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოების დასრულების ვადად 15 აგვისტო იყო დასახელებული,თუმცა როგორ ,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს,სამუშაოები ისევ დაუსრულებელია.

,,დღევანდელი მდგომარეობით, სამუშაოები ვერ დასრულდა, მასშტაბურია სივრცე, სადაც კონსტრუქციები და სახურავი ჯერ კიდევ არ არის მოწყობილი.
მეტიც, გარე სამუშაოები გარკვეული პერიოდის მანძილზე სურათზე მოცემულ ნიშნულზეა გაჩერებული.
პროცესის შეჩერების მიზეზები უცნობია.კომიტეტის საინფორმაციო პლათფორმაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
რამდენადაც სამუშაოების გეგმა ხელმისაწვდომი არ არის, ძნელი დასადგენია, რა ეტაპზე გაჩნდა შეფერხება.
ერთადერთი მიზეზი რომ დროის არასწორი გათვლა არ არის, ამაზე ბოლო პერიოდის მანძილზე ფიზიკური სამუშაოების შეწყვეტა მეტყველებს.
ველოდებით კომიტეტის განცხადებას, პროცესში გამოვლენილი პრობლემების, სამუშაოების შეჩერების მიზეზებისა და ახალი ვადების შესახებ.,,-თორნიკე ბარათაშვილი.
გელათის მონასტერი მომლოცველებისა და ტურისტებისათვის 2 ივლისიდან დაიკეტა.მიზეზად გადახურვის სამუშაოები დასახელდა.