ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა. მისი მკურნალი ექიმის ვასილ გოდუაძის თქმით,პაციენტი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
"25 დღის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა. ჩვილი 10 დღის წინ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანეს, პსრ კვლევის შედეგად დაუდგინდა კორინავირუსი.ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, პაციენტი ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა და გავწერეთ ბინაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით",-აღნიშნა გოდუაძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინილაში კოვიდ ინფექციით 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 კრიტიკულად მძიმე.
24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა - 410, იმერეთი - 398, ქვემო ქართლი - 198, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 248, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.
5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 629, აჭარაში - 926, იმერეთში - 1 130. მძიმე პაციენტი არის 735, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 118, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში.
8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში არის 2 326 პირი, მათ შორის, იმერეთში - 32.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც იმერეთში არის 4 964.