"საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ ყოფილა"-ეს განცხადება ჯანდაცვის მინსტრმა ქუთაისში გაკეთა.რაც შეეხება მუნიციპალური ტრანპორტის მუშაობის აკრძალვას,ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ეს იყო დროული და საჭირო გადაწყვეტილება.მინისტრი ამბობს,რომ ტრანსპორტის გაჩერებით ეპიდვითარების 80 პროცენტით გაუმჯობესებას ელოდებიან.რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის დაშვებას,ტიკარაძე ამბობს ,რომ ტურიზმისთვის საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ტრანსპორტი 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე არის აკრძალული.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით,ამ ეტაპისთვის დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება.