ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 264, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 44, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232, კახეთი - 214, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, აქედან იმერეთში - 214. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმერეთში 42ადამიანი იმყოფება.
3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 262 - იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოთავსებულია 33 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმერეთში - 4 951 ადამიანი იმყოფება.
კლინიკა ,,ბომონდის,, კოვიდცენტრში 60 წელს გადაცილებული პაციენტი გარდაიცვალა. მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვების 80 პროცენტიანი დაზიანება , ასევე სუნთქვის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი ქონდა .
საავადმყოფოში ბოლო 24 საათში 80 წელს გადაცილებული 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ჯამში კლინიკა 12 -მა ადამიანმა დატოვა.
,,დღეის მდგომარეობით, 135 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში. სასიხარულოა, რომ კლინიკაში ახალი კორონავირუსული ინფექცია ჯამში 400-მა პაციენტმა დაამარცხა. დღეს კიდევ 12 გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ველოდებით. 41 ორსული და მელოგინე გვყავს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. გასული 24 საათის განმავლობაში 6 ორსული დაგვემატა სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან. ,,-განახცადა მამია ყიფიანმა, ,,ბომონდის,, კლინიკურმა მენეჯერმა
რაც შეეხება საწოლფონდს, მამია ყიფიანის განცხადებით ,საწოლფონდთან დაკავშირებული პერიოდული ხარვეზები არის, თუცა საწოლფონდი განახლებადია. ,,გუშინ 12 გავწერეთ, და მივიღეთ 15 პაციენტი. ამ წუთას 2 ადგილია, თუმცა 4 საათიდან გვექნება ადგილები, ველოდებით გაწერას.,,-განაცხადა ,,ბომონდის,, კლინიკურმა მენეჯერმა.