ქუთაისში სრულად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „იბერია“ გაიხსნა. კოლეჯის გახსნის ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი იმერეთის გუბერნატორთან ზვიად შალამბერიძესთან ერტად დაესწრო.ღონისძიების ფარგლებში სტუდენტების მიერ დამზადებული ნამუშევრები დათვალიერეს. თამარ ქიტიაშვილის განცხადებით პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს და შესაბამისად, გრძელდება მნიშვნელოვანი რეფორმები ამ სფეროში, რაც გულისხმობს კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება - რეაბილიტაციას.
ოლეჯის განახლებულ აუდიტორიებში, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და სასწავლო სახელოსნოებში ყველა ასაკის 700-მდე მსურველი დაეუფლება სასურველ პროფესიას. კოლეჯში სტუდენტები ბიზნეს ადმინისტრირებას, ინჟინერიას, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიას, ისწავლიან, ასევე არის სპეციალობები მომსახურების სფეროსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით.