კორონავირუსის დაფიქსირების გამო სწავლების ონლაინ რეჟიმზეა ქუთაისის N7 საჯარო სკოლა. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ამავე შენობაში დროებით განთავსებულია N23 სკოლა და შესაბამისად მოსწავლეები იქაც დისტანციურად სწავლობენ.მეშვიდე საჯარო სკოლაში ვირუსი დაუდასტურდა ორ მოსწავლეს, მანდატურს, ორ დამლაგებელსა და სკოლის ექიმს.
დროებით დახურულია ქალაქის N22 და N 13 ბაგა-ბაღებივ. გაერთიანების მმართველის დავით წიტაიშვილის განცხადებით, პედაგოგები პეროდულად იტესტებიან და სწორედ გეგმიური შემოწმებისას მოხდა ვირუსის დაფიქსირება. სკოლანდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად განახლდება.