დღეის მონაცემებით, ქუთაისის მასშტაბით ჰიბრიდული მოდელი 15 სკოლაში ფუნქციონირებს, ეს ის სკოლებია, სადაც ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს და კონკრეტული კლასებია დახურული. სრულად დისტანციურ რეჟიმში კი ქალაქში არცერთი სკოლა არ იმყოფება. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით სხვადასხვა სკოლაში ინფიცირებულია 8 მოსწავლე და 9 მასწავლებელი.რაც შეეხება დისტანციურ რეჟიმს, მომდევნო კვირაში ონლაინ რეჟიმში 1668 ბავშვი ისწავლის.