ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 176 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 532 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 644 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში-1 461 შემთხვევა, აჭარა - 263, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404, კახეთი - 254, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 164 786-მდე.
ბოლო 24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა.
710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში - 1 364. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 პირი, აქედან იმერეთში - 236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი, მათგან იმერეთში - 60.
2 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 244 - იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, იმერეთში - 15.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 993 ადამიანი, მათ შორის იმერეთში - 6 007.
მესამე სამშობიარო სახლი კოვიდმიმღებ ცენტრად 1 ნოემბრიდან გადაკეთდა. საავადმყოფოში ამ დროისთვის 40 საწოლია.
როგორც შპს ,,მესამე სამშობიარო სახლის,, გენერალური დირექტორი, კოვიდცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან შავაშვილი ამბობს, ადგილები ყოველთვის დაკავებულია, ეტაპობრივად ხდება პაციენტების მიღება და გაწერა.
სამედიცინო დაწესებულებაში ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ, მათ შორის არასრულწლოვნები არ არიან.