სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში – უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სკოლებისთვის შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ეპიდითარება კვლავ რთულია. ამ დროისთვის, კოვიდ ინფექციის გამო სააღმზრდელო პროცეში შეჩერებულია 17 ბაღში. COVID 19 დადასტურებული აქვს 270 თანამშრომელს. ააიპ ბაგა - ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილის ინფორმაციი, დღეს 6 ბაღში აღსაზრდელები საერთოდ არ გამოცხადდნენ.
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
“კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირველი თებერვლის მონაცემებით ქუთაისში 21 საჯარო სკოლა სრულად დიატანციურ რეჟიმზეა გადასული.ასევე სხვადასხვა სკოლაში 58 კლასი ონლაინ სწავლებაზე იმყოფება. კოვიდვირუსით ინფიცირებულია 2 140 მოსწავლე და 145 მასწავლებელი .
ქუთაისის სკოლებში ვირუსით ინფიცრების მაჩვენებელი მატულობს. რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ინფიცრებულია 199 მასწავლებელი და 1126 მოსწავლე. სრულად დისტანციურ სწავლებაზეა10 საჯარო და 1 კერძო სკოლა . განათლების სამინისტროსთან დამატებით კიდევ 10 საჯარო სკოლის ონლაინ რეჟიმში გადაყვანაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ცქიტიშვილის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
გასული ხუთშაბათის მონაცემებით ონლაინ ფორმატში სწავლების სურვილი ქალაქის მასშტაბით 4330 მოსწავლემ დააფიქსირა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და…
ორშაბათი ნოემბერი 09
In საზოგადოებათოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია…
კვირა ნოემბერი 08
In საზოგადოება7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის…
პარასკევი ნოემბერი 06
In კულტურა