კორონავირუსის გავრცელების გამო ქუთაისში რამდენიმე ბაგა-ბაღია დახურული.
როგორც ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილი ამბობს, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია მე-4; მე-8; 36-ე და 24-ე ბაგა-ბაღებში. აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი ეტაპობრივად, 2 კვირის ვადაში აღდგება. ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განაცხადებით, კორონავირუსის გამო სრულად ონლაინ რეჟიმზეა ორი- მე-7 და მე-16 საჯარო სკოლები. ამასთანავე დისტანციურად სწავლობს სხვადასხვა სკოლის 62 კლასი.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, დღეს არსებული მონაცემებით სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია სამ- მე-20; 24-ე და 28-ე ბაგა-ბაღებში.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სრულ დისტანციურ რეჟიმზეა 2 საჯარო სკოლა- 31-ე და მე-16 საჯარო სკოლები, ასევე სხვადასხვა სკოლის 144 კლასი.
ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი იმყოფება.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.
სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობას. სკოლა პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ბენეფიციარების ჩართულობას ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს, მათ შორის, პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებში, ასევე სტაჟირებასა და სხვა სერვისებში;
მემორანდუმი საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ მუმლაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჟვანიას სკოლის ბენეფიციარებმა თანამშრომლობით გათვალისწინებული სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია ჟვანიას სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს.
ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტს, საოპერო მომღერალს , რამაზ კუბლაშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით…
ოთხშაბათი მარტი 04
In კულტურა5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში 5-6 მარტს…
ოთხშაბათი მარტი 04
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებადედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება