დღეს ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შპს ,,იმერეთის,, მოვაჭრეებმა აქცია გამართეს.ისინი მუშაობის უფლებას და ბაზრობის გახსნას ითხოვენ.
,,ჩვენ ვართ ერთადერთი გამონაკლისი .ისეთი რაღაცეები არის გახსნილი და ჩვენ არ ვართ ღირსი? ამბობენ , რომ წერტილოვანი გახსნაა და ჩვენ რა დავაშავეთ? ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს. ძალიან გაჭირვებულ დღეში ვართ. არჩევნებისთვის რომ ემზადებოდნენ , შემოდიოდნენ და ხმა მოგვეცითო, და ახლა სად არიან?,,-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე ნათელა გოცირიძე.
მერიის ხედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ისინი აფრთხილებენ მოვაჭრეებს, რომ დაიცვან რეგულაციები, სხვა საკითხები კი მათ კომპეტენციაში არ შედის .
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან არ გაიხსნა ბაზრობები.