დღეიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა, თუმცა არ შეეხო ტრანსპორტს ქუთაისსა და კიდევ 7 დიდ ქალაქში.საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში.
ასევე არ არის ნებადართული საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება ,თუმცა კერძო ავტომანქანებით მოძრაობა დაშვებულია.
რაც შეეხება ღამით გადაადგილებას,ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;
გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე;