ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის: ქუთაისი, ხონი, სენაკი, წყალტუბო, ზუგდიდი - დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო კამპანიას მართავს.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს დევნილთა თემში გენდერული ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და მათ დისკუსიებში ჩართვას.
ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში იგეგმება: შეხვედრები ექიმების ჯგუფთან, სადაც ოჯახის ექიმის, მამოლოგის, გინეკოლოგის დახმარებით დევნილი ქალები მიიღებენ კომპეტენტურ ინფორმაციას ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური ზეგავლენის შესახებ; ასევე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და სკრინინგ-პროგრამებზე. აღნიშნული სამედიცინო აქცია მიზნად ისახავს ქალთა/გოგონათა ჯანმრთელობის საჭიროებების იდენტიფიცირებას, ჯანდაცვის სერვისებზე მათი ინფორმირების და ხელმისაწვდომობის გაზრდას.
გარდა ამისა, დევნილთა თემი ჩაერთვება ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ „ფორუმ თეატრის“ წარმოდგენაშიც, რომლის დროსაც აქტიურად იმსჯელებენ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი აღკვეთის გზებზე.
აქტივობები ჩატარდება შემდეგ თარიღებსა და ლოკაციებში:
წყალტუბო - 01.12.23. ხონი - 05.12.23. ზუგდიდი - 06.12.23. სენაკი - 08.12.23. ქუთაისი - 09.12.23.
ერთად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ!
„დაარღვიე დუმილი, აღკვეთე ძალადობა!“
აღნიშნული კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში
წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა ნოემბრის თვეში, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასასრულს უახლოვდება საინიციატივო ჯგუფის წევრები არ წყვეტენ აქტიურობას, შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე რომელიც ისევ დევნილთა თემის გაძლიერებას და პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.
აღნიშნული პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების როლი. ქალები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესში, ხელს უწყობენ უნიკალურ პერსპექტივებსა და შეხედულებებს. ქალთა გაძლიერება უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ მიდგომას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით. ქალები ხშირად მოქმედებენ, როგორც ცვლილებების ძირითადი აგენტები თავიანთ თემებში, ხელს უწყობენ მდგრადობას და მდგრად გადაწყვეტილებებს სოციალური პროფილის გაუმჯობესებისათვის.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის - “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN) - ფარგლებში.
დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტიზაციისთვის, ადვოკატირების დინამიკის წარმართვისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა ნოემბრის თვეში.
ჯგუფის ლიდერმა მოკლე ანგარიში წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც პრობლემების ადვოკატირების პროცესში ხვდებათ, იმსჯელეს დაძლევის გზებზე, თანამშრომლობის ახალ ფორმაზე თვითმართველობასთან და ლობისტის ჩართულობაზე მეტი შედეგების მოსაპოვებლად.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს სურვილი სამომავლოდ ჩაერთონ ქსელურ მუშაობაში და შეავსეს ელექტრონული ფორმა.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ონლიან შეხვედრაზე შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული მუშაობა. გავაცანით ის ბლოგები, რომლებიც იმ პრობლემების გაშუქებას მიეძღვნა, რომლის ადვოკატირებასაც აკეთებენს საინიციატივო ჯგუფის აქტივისტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საკითხებზე, რომელიც დღესდღეობით ადვოკატირების პროცესშია. ამ პრობლემების ადვოკატირების დინამიკის შესაფასებლად კი ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთან.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგი გეგმიური შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი საქმიანობა შეაფასეს. იდენთიფიცირებული პრობლემების სიას გადახედეს და ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მონაწილეთა აზრით, გუნდური მუშაობა, გენდერული სენსიტიურობა, კარგად გაწერილი ადვოკატირების გეგმა დაეხმარა მათ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში. მიღებული გამოცდილების საფუძველზე გრძელვადიან პრობლემებზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან, 26, 27 და 28 ივნისს ,,გემოფესტი,, გაიმართება. კულინარიულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება…
შაბათი ივნისი 20
In საზოგადოება19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი,…
პარასკევი ივნისი 19
In საზოგადოებაქუთაისსა და თბილისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9…
პარასკევი ივნისი 19
In საზოგადოებათბილისსა და ქუთაისში 27 ივნისიდან - 18 ივლისამდე ჩატარდება ახალგაზრდული 20 წლამდე მსოფლიო თასი ჩატარდება.…
პარასკევი ივნისი 19
In სპორტიახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის…
ხუთშაბათი ივნისი 18
In სპორტი