დღეიდან ჭიათურელი მაღაროელები თბილისში შიმშილობას იწყებენ.მათი თქმით,პროტესტის უკიდურეს ზომას მანამდე გააგრძელებენ,სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
დღეიდან ჭიათურელი მაღაროელები თბილისში შიმშილობას იწყებენ.მათი თქმით,პროტესტის უკიდურეს ზომას მანამდე გააგრძელებენ,სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ჭიათურელი მაღაროელების აქცია გრძელდება. მათი ნაწილი თბილისში,ნაწილი კი ჭიათურაში განაგრძობს პროტესტს.შიმშილობს რამდენიმე მაღაროელი.ერთ-ერთმა პირი,მეორემ კი თვალები ამოიკერა.
სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, მაღაროელი გიორგი კუპატაძის მდგომარეობა, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, საგანგაშოა. ექიმის თქმით, მან შესაძლოა მხედველობა დაკარგოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.მათი შეფასებით,მაღაროელების შრომის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
,,დღეს 4 საათზე საქართველოს პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების აქცია იმართება. დღევანდელი აქცია მაღაროელების 2 კვირიანი პროტესტის გაგრძელებაა, რომელიც აქამდე ჭიათურაში მიმდინარეობდა. მაღაროში დასაქმებული მშრომელების პროტესტი უკავშირდება კომპანიის მიერ ცალმხრივად შეცვლილ შრომის გრაფიკსა და ანაზღაურების წესს.
მაღაროელების მოთხოვნებს შორის არის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და კუთვნილი მიუღებელი ანაზღაურების მიღება. საქართველოს შრომის კოდექსით გარანტირებული ამ უფლებების ეფექტიანი აღსრულების ადრესატი კი სახელმწიფოა, რომელიც მათ შორის შრომის ინსპექციის მეშვეობით უნდა ზედამხედველობდეს შრომის კანონმდებლობის დაცვას სამუშაო ადგილზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა ბოლოს 2018 წელს შეამოწმა და არა ერთი დარღვევა დაადგინა.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რეაგირება მოახდინოს შრომის უფლებების დარღვევაზე, ჭიათურის მაღაროებში მიმდინარე გაფიცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია იმის გათვალისწინებითაც, რომ ქალაქი ფაქტობრივად ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა.
DRI მოუწოდებს:
შრომის ინსპექციის სამსახურს - შეისწავლოს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელების შრომის პირობები და მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესახებ.
საქართველოს მთავრობას - ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს და წარმოადგინოს კრიზისის დაძლევის კონკრეტული გეგმა, რომელიც ჭიათურაში და კონკრეტულად, „ჯორჯიან მანგანეზში“ შრომის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს.
საქართველოს პარლამენტს - გამოიყენოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მექანიზმები: საკომიტეტო მოსმენის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დაბარების სახით, საქართველოს მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.,,- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.
სოციალურ ქსელში, ჭიათურელი მაღაროელები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ , საპროტესტო აქციას თბილისში,პარლამენტის შენობასთან გამართავენ.შეკრება 16:00 საათზეა დაგეგმილი.
ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, წელს ქუთაისში ორი მორიგე ბაღი იმუშავებს. ბავშვებს 3 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით საზაფხულო ბაღებში სიარულის საშუალება ექნებათ .
ეს ბაღებია-
7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის…
პარასკევი ნოემბერი 06
In კულტურაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In კულტურაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
ხუთშაბათი ნოემბერი 05
In საზოგადოება