უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. (მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში).
ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა
ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქი გამოავლინეს,რომლებიც შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.
ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით, მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალათ ფარმაცევტული საქმიანობა.
აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული პირების დადგენა-მხილების მიზნით.