მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს,თბილისში დაიბადა.ის იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 1974 წლიდან მის ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი.
1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის” გამოცემა იყო.ის არაერთხელ იყო დაპატიმრებული,იყო გადასახლებული ციმბირში,ციხესა და გადასახლებაში ყოფნისას კოსტავა ჯამში 13 თვეზე მეტი იშიმშილა.
მერაბ კოსტავას საქმიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში, ბრძოლასა და წარმატებაში.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა