15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.
ხუთჯვრიანი დროშა ,როგორც ეროვნული სიმბოლიკა,2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა.
ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.
ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება, მე მას წარმატება მინდა ვუსურვო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის.
„ბატონ გიორგისთან [კეკელიძე] გუშინ მქონდა შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის უფრო დიდი და მეტი, ვიდრე ვართ თითოეული ჩვენგანი, ინდივიდები, ამიტომ რა თქმა უნდა ის საქმე, რომელიც წლების განმავლობაში ბიბლიოთეკაში კეთდებოდა, არის მნიშვნელოვანი საქმე. ამის უკან ბიბლიოთეკის დიდი კოლექტივი დგას. რა თქმა უნდა ბატონი გიორგის მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დამატებით კომენტარის გაკეთებას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ვინაიდან საქმე ეხება საკადრო გადაწყვეტილებას. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იქნება ახალი ხელმძღვანელი. მე მას წარმატება მინდა ვუსურვო. ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, ეს მცდელობები რომ ბიბლიოთეკა პოლიტიკასთან დააკავშირონ, აჩვენებს იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერებას, რომლებიც ამას ცდილობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს სამსახურიდან ათავისუფლებენ. ამის შესახებ გიორგი კეკელიძემ ინფორმაცია თავად გაავრცელა.
, ,პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.
ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - "Burgas Cup", ქუთაისელმა ელენე ინასარიძემ ხმლით ფარიკაობაში ოქროს…
ორშაბათი ივნისი 08
In სპორტიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31…
შაბათი ივნისი 06
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი. ქ. თბილისში…
შაბათი ივნისი 06
In საზოგადოებასამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. ჰიპერპოპულაციის…
პარასკევი ივნისი 05
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული…
პარასკევი ივნისი 05
In საზოგადოება