ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები საპროტესტო აქცია მართავენ.
ახალგაზრდებმა მსვლელობა თეთრ ხალათებში მოაწყვეს და განაცხადეს,რომ თბილისში მიმდინარე პროცესებს უერთდებიან.
,,არა რუსულ კანონს,კი ევროპას,, ,,გამჭირვალე კანონს გამჭირვალე მომავალი გვირჩევნია,, ,,მე არ მინდა ვიყო ექიმი გოსპიტალში,,-ამ ტრანსფარანტებით სტუდენტებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს.
დღეს 14:00 საათზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას გააკეთებენ .ისინი გაფიცვისთვის ემზადებიან.