გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი - 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 - ქუთაისში, 358 - ბათუმში, 271 კი, ქალაქ რუსთავში.
1 839 საჯარიმო ქვითრიდან 1 544 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე ფიქსირდება; 295 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1 009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 - სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
"კაპიტულაცია კლავს", "რუსული მშვიდობა კლავს" -ამ სლოგანებით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.
სუსის შენობასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებენ.
აქციის ორიგანიზატორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".